რაც არ უნდა დამემუქროთ, ცილი დამწამოთ, იმპიჩმენტით დამემუქროთ, ვერ შემცვლით - პრეზიდენტი "ოცნებას"
რაც არ უნდა დამემუქროთ, ცილი დამწამოთ, იმპიჩმენტით დამემუქროთ, ვერ შემცვლით, - ამ სიტყვებით მიმართა დღეს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას". პრეზიდენტის თქმით, ის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბძროლებს და ამაში ხელს მმართველი პარტია ვერ შეუშლის.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიცმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებლასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შემვცლით ვერც მე, ვერც ჩემს მიზანს და ასეც იქნება მომავალში, - განაცხადა პრეზიდენტმა.