გლობალურ ომის პარტიას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს! - კობახიძე
"ქართული ოცნების" ტავმდჯომარე ისევ ირწმუნება, რომ "გლობალური ომის პარტიას" უკრაინაშ პირველი ფრონტის გახანგრძლიევება და საქართელოს მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ამოძრავებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს.
მმართველი გუნდის ლიდერი ასევე ამბობს, რომ თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა.
არსებობს გლობალური ომის პარტია, ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს ანუ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი შეიძლება მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, ჩვენ მთავარია დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ამას სჭირდება ყოველწუთიერი სიფხიზლე. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, იმისთვის, რომ გლობალური ომის პარტიას არ მისცეს საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.