გაუგებარი განცხადებები იყო, რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას აგრძელებს - კობახიძე პრეზიდენტზე
მოვისმინეთ ბევრი გაუგებარი განცხადება, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ პრეზიდენტის სიტყვით გამოსავლა პარლამენტში.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის "რადიკალური ოპოზიციის" რიტორიკის გამეორებაში ადანაშაუელბს.
დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არც გვქონდა და ვერ გვექნებოდა. მთავარი რა არის, რომ, როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფოს ინტერესებზე. ერთის მხრივ შენ საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორეს მხრივ თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად", - თქვა კობახიძემ.