ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული - კობახიძე დაკავებულ 21 წლის მომიტინგეზე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 21 წლის მომიტინგეს, რომელსაც გამოძიება შსს ავტომობილის დაწვასა და ძალოვანებისთის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული.
მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, მსგავის ახალგაზრდებით კონკრეტული პოლიტიკური ძალები სარგებლობენ.
მე ვთქვი, რომ ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა, ეს არის რეალობა, ბევრ რამეს ვგულისხმობ, ყველანაირი ორიენტაცია აქვს ამ ადამიანს არეული და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, როგორ სარგებლობენ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული", - თქვა კობახიძემ.