9 აპრილი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდეს - დავით ჭიჭინაძის ინიციატივა
დავით ჭიჭინაძე დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. "ტრიბუნას "ლიდერი ამბობს, რომ უნდა შედგეს პეტიცია და შეგროვდეს ხელმოწერები.
ჭიჭინაძე აანონსებს, რომ ამ საკითხზე მუშაობს განაგრძობს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები და სამომავლო გეგმებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
თითქმის 120 წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველომ აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა, თავისი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მოგეხსენებათ, 1921 წელს ისევ დავკარეგთ ეს და ამისი აღდგენა და ამისი მპოვება, ეს უბრალოდ, არ ყოფილა ფორმალური მომენტი, ეს იყო დიდი ბრძოლის შედეგად მიღწეული გამარჯვება. ჩატარდეს ხელმოწერების მოგროვება, პეტიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს 9 აპრილს, - განაცხადა ჭიჭინაძემ.