ვიცით, რატომ იცვალა ზურაბიშვილმა ფერი, თუმცა ჯერ მას წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს - კობახიძე
პრეზიდენტის განცხადებას, რომ ხელისუფლებამ ფერი იცვალა, ირაკლი კობახიძე პასუხობს. მმართველი პარტიის თავმდჯომარე ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფერი თავად იცვალა და ამის მიზეზიც ცხადია.
კობახიძის თქმით, ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, ამიტომ მიზეზებზე საჯაროდ არ ისაუბრებს.
ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, თუ რატომ იცვალა მან [ზურაბიშვილმა] ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს. მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, - თქვა კობახიძემ.