ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? - ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

31.03.23 15:00
ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის?  - ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, თუმცა გადაეფარა ბიძინას, - ასე შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა.

ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება არა ივანიშვილს, არამედ "ოცნების" ლიდერებს დააბრალა.

ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა - გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა.

ბიძინა რომ გაიწია პოლიტიკიდან, მერე დაიწყო კურსის ცვლილებაო. რა გაიწია? სად გაიწია?

ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? აბა რა ქნას?

ვინც ჭამთ, რატომ ჭამთ ამას? რა ძალა გადგიათ, - წერს ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები