ციხეში არ უნდა ჩავასმევინოთ, ბრძოლის ხაზი ახლა ამ ბიჭის გადარჩენაზე გადის - ზურა ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადის დაპატიმრებაზე

31.03.23 15:18
ციხეში არ უნდა ჩავასმევინოთ, ბრძოლის ხაზი ახლა ამ ბიჭის გადარჩენაზე გადის - ზურა ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადის დაპატიმრებაზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი  21 წლის ლაზარე გრიგორიდისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ მისი დაჭერა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ბრძოლის ხაზი ახლა სწორედ ახალგაზრდა მომიტინგის გათვაისუფლებაზე გადის და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. 

არანაირი საფუძველი არ არსებობდა წინასწარი პატიმრობის და მათ შორის, ადვოკატებმა ძალიან არგუმენტირებულად დაუსაბუთეს. არც მიმალვას აპირებს ეს ბიჭი, ვერც მტკიცებულებებს გაანადგურებს და ვერც ვერაფერი, მაგრამ ბრძანება იყო ზევიდან, რომ უნდა ჩაესვათ და ჩასვეს.  ამ ბიჭის დაჭერა არ შეიძლება, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ბიჭი ჩავასმევინოთ ციხეში. 7-დან 11 წლამდეა სასჯელი. ამ ბიჭის გადარჩენასა და გამოშვებაზე გადის, ჩემი აზრით, ახლა ბრძოლის ხაზი და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, რომ ამ ბიჭის დაჭერა არ შეიძლება, თორემ ჩვენ ვართ რუსეთი, - ამბობს ჯაფარიძე. 

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში, სადაც 21 წლის მომიტინგეს, რომელსაც გამოძიება ძალოვანებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, პატიმრობა შეეფარდა. 

მსგავსი სიახლეები