ზურაბიშვილმა ჩვენი იმედები არ გაამართლა, ბოდიშს ვუხდი ამომრჩეველს - რიმა ბერიძე

31.03.23 15:30
ზურაბიშვილმა ჩვენი იმედები არ გაამართლა, ბოდიშს ვუხდი ამომრჩეველს - რიმა ბერიძე

"ქართული ოცნების" წევრი რიმა ბერიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა მმართელი გუნდის იმედები არ გაამართლა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შემდეგ განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი საკუთარ ამომრჩეველს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ამ გამოსვლით ზურაბიშვილი არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს დაშორდა. 

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კი არა, ხალხს დაშორდა დღევანდელი მისი გამოსვლით. ჩემი რეპლიკები შეეხებოდა იმას, რომ როაც სალომე ზურაბიშვილი იყრიდა კენჭს, მე გახლდით ჩუღურეთის რაიონის შტაბის თავმდჯომარე,და ისიც მინდა გითხრათ, რომ თბილისის მასშტაბით  ჩემი რაიონი იყო პირველ ადგილზე შედეგებით, რასაც ერქვა არჩევნებშ გამარჯვება, ბოდიში მინდა ჩემს ამომრჩეველს მოვუხადო, იმიტომ, რომ მან ჩვენი იმედები არ გაამართლა. მისი ეს გამოსვლა არანაირად არ უწყოდაბ ხელს იმისთვის, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით დიდი ევროპული ოჯახის წევრები, - ამბობს ბერიძე. 

მსგავსი სიახლეები