ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ მინდოდა, სიტყვები უკან მიმაქვს - ელისაშვილი ზურაბიშვილს

31.03.23 15:38
ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ მინდოდა, სიტყვები უკან მიმაქვს - ელისაშვილი ზურაბიშვილს

"მოქალაქეების" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს ბოდიშს უხდის. ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლა მოუწონა და აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობა არ სურდა, თუმცა ახლა ასე აღარ ფიქრობს. 

მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და მეშინოდა, რომ თქვენ რაღაც ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით იმის გამო და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს. დიახ, მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში არის სამარცხვინო,- თქვა ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები