ოპოზიციას არ მოსწონს, რომ იოსელიანი ლომჯარიას მსგავსად აგენტი არ არის - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლევან იოსელიანი ოპოზიციისთის მიუღებელია იმიტომ, რომ ის ლომჯარიას მსგავსად აგენტი არ არის.
რადიკალურ ოპოზიციას არ მოსწონს, რომ ლომჯარიასგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არ არის აგენტი. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ასე აფასებენ დღეს ლევან იოსელიანს, - თქვა კობახიძემ.
"ლელოს" წევრმა თამაზ დათუნაშვილმა დღეს თქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ არის უზურპირებული.