ოპოზიცია ახალ ომბუდსმენს აბულინგებს - ირაკლი ქადაგიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ლევან იოსელიანი ოპოზიციის მხრიდან ბულინგის და თავდასხმების მსხვერპლია.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, ოპონენტებს ის მხოლოდ იმიტომ არ მოსწონთ, რომ მათ პოლიტიკურ ინტერესს არ ატარებს.
ორი კვირა არ არის გასული, რაც ახალი ომბუდსმენი იქნა აღჩეული და პირველსავე დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მისი ბულინგი, მასზე თავდასხმა, მასზე კლიშეების მიწებება ხდება და რა თქმა უნდა, არცერთი ამ რადიკალური ოპოზიციის თუ არასამთავრობოს მხრიდან ერთი სიტყვის შესველება ან ერთი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაცვისკენ მიმართული განცხადება არ ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიზანი და არა ობიექტური მიზანი, - თქვა ქადაგიშვილმა.
"ლელოს" წევრმა თამაზ დათუნაშვილმა დღეს თქვა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ არის უზურპირებული.