სააკაშვილის პირადი მონაცემების გასაჯაროება - ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გამოძიება დაიწყო
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გამოძიება დაიწყო. უწყება მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებებით დაინტერესდა. პაციენტი პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ "ვივა-მედის" ექიმებმა სააკაშვილი პერსონალური მონაცემები გათქვეს, რაც დანაშაულია. დარღვევებია სამედიცინო დახმარების კუთხითაც.
თუ რეგულირების სააგენტო დარღვევებს ნამდვილად აღმოაჩენს, დაცვის მხარისთვის ეს დამატებითი არგუმენტი იქნება.
სააკაშვილის ინტერესების დამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ რეგულიების სააგენტოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.
დღეს რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო კლინიკა „ვივა-მედთან“ დაკავშირებით. ამ საბუთებსაც გავეცნობი. სულ რამდნეიმე წუთის წინ მომივიდა შეტყობინება ამასთან დაკავშირებით. კლინიკა ‘ვივა-მედის“ ქეიმებმა ჩაატარეს პრესკონფერენციები, სადაც გააჟღერა იმ ენდიკორნოლოგმა, გახსოვთ ის ქალბატონი, გახარებული რომ დადის სულ, თითქოს დეფილეზე იყოს, ჩატარა პრესკონფერენცია და გააჟღერა სააკაშვილის პირადი მონაცემები. აი, ამ პირადი მონაცემების გაჟღერების ფაქტთან დაკავშირებით და კიდევ სხვა სამედიცინო დარღვევებთან დაკავშირებით მივმართეთ რეგულირების სააგენტოს და მოგვივიდა პასუხი, რომ დაიწყო მოკვლევა. მოთხოვნილი იქნა კლინიკა „ვივა-მედიდან“ დამატებითი დოკუმენტაცია.
მე ყოვე დილით ველოდები ცუდ ინფორმაციას... ღმერმა დაიფაროს, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობაა, - ამბობს ხაჭაპურიძე.