პრეზიდენტის საკონტროლო გასროლა - ზურაბიშვილმა "ოცნება" ამხილა

31.03.23 20:14
პრეზიდენტის საკონტროლო გასროლა - ზურაბიშვილმა "ოცნება" ამხილა

პრეზიდენტის საკონტროლო გასროლა "ქართული ოცნების" მისამართით. სალომე ზურაბიშვილმა დღეს  მმართველ პარტიას  40 წუთიანი განკითხვის ჟამი  მოუწყო, როდესაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.  

პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად უთხრა, რომ არიან რუსები და ქვეყნის საგარეო კურსს მიზანმიმართულად ცვლია და სწორედ  ამიტომ საქართველომ  კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ფერი იცვალა - უთხრა პრეზიდენტი მმართველ გუნდს.

მთელი დიპლომატიური კორპუსის  თანდასწრებით  სალომე ზურაბიშვილის უმწვავეს  კრიტიკას დარბაზში მჯდომი პრემიერი დუმილით პასუხობდა. დუმდნენ ისინიც, ვინც ტრადიციულად ყველაზე მეტს ხმაურობენ სხდომის დროს. 

პრეზიდენტმა დღეს ტრიბუნამდე მისასვლელი გზა ისე გაირა და შენობაც ისე დატოვა,  რომ მას ხელისუფლებიდან არავინ მისალმებია.  გაბრაზებული დეპუტატები კი ემოციებს   მაგიდაზე მუშტების ბრახუნით და ადგილიდან შეძახლებით  გამოხატავდნენ.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები