შვილების თაობის პირველი წარმომადგენელი "ოცნებამ" ციხეში გაუშვა - პარლამენტთან აქცია იმართება

31.03.23 20:05
შვილების თაობის პირველი წარმომადგენელი "ოცნებამ" ციხეში გაუშვა - პარლამენტთან აქცია იმართება

"ლაზარეს თავისუფლებისთვის! "- ამ სლოგანით პარლამენტთან  აქცია მიმდინარეობს. ხალხი ხელისუფლებას 21 წლის  ბიჭის წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდების გამოყენებაში ამხელს. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც "ოცნებამ" შვილების თაობის ციხეში გაშვების კამპანია გახსნილად გამოაცხადა.

რეპრესიების პირველი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგობისთვის  სამაგალითოდ დასაჯეს და 11 წლიანი  პატიმრობისთვის გაწირეს.       

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.   "რუსეთის მონა" - ამ შეძახილებით გააცილეს დარბაზიდან მოსამართლე, რომელმაც არც  თავდებში ჩადგომის მსურველთა თხოვნა და არც დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

დღეს ბრალდებულის სკამზე მჯდომი მოზარდი დუმილის უფლებას იყენებდა და მხოლოდ ერთ რამეს-ახალი ჩვენების მიცემას ითხოვდა. არსებობს ეჭვი, რომ  პირველი ჩვენება დაკავებულს  ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები