ანტიკორუფციული ბიურო თუ ბუტაფორული უწყება - ბიუროს პრეზენტაციაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციებს - ანტოკორუფციული ბიუროს პომპეზური პრეზენტაცია მთავრობამ ისე დაასრულა, რომ ჟურნალისტები ახლოსაც არ გაიკარა და განცალკევებულ ტერიტორიაზე განათავსა. მედიის წარმომადგენლები დარბაზში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ შეუშვეს, როცა იქ უკვე აღარვინ იყო.
ევრკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭება იყო, რაც ასევე უგულებელყოფილია. ხელისუფლებამ შექმნა უწყება, რომელსაც მთავრობის მორჩილების გარდა არანაირი ფუნქცია არა აქვს. ღარიბაშვილის დაქვემდებარებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ასევე ღარიბაშვილის ხელისუფლების კორუფციული დანაშაულებები უნდა გამოიძიოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.