ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება - რა პირობა აქვს EU-ს

01.04.23 11:34
ევროკომისია  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება - რა პირობა აქვს EU-ს

ევროკომისია  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება, მაგრამ არსებობს ერთი პირობა - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არსებობს არაოფიციალური დათქმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყანა ს ევროკავშირს დააშორებს. "საქართველო მოლდოვას და უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება" - იტყობინება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.

ოპოზიცია ამბობს, რომ თუკი საქართელოსთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. 

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ეს იქნება მხოლოდა  მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენების დამსახურება, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს არა მთავრობებს და პარტიებს, არამედ ხალხს და ქვეყანას აძლევენ. 

შესაძლებელია, რომ პოლიტიკური მოტივით ქვეყანაში, რეგიონში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს ევროკომისიამ. მისასალმებელია, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით, რომ ამას არ აძლევენ მთავრობებს და პარტიებს, ამას აძლევენ ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო იმსახურებს, სამწუხაროა, რომ ამ გზაზე საბოტაჟს ახდენდა „ქართული ოცნება“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.  

მსგავსი სიახლეები