"ცეცხლს ეთამაშებით, მიიღებთ საკადრის პასუხს" - ღუდუშაური შვილების თაობას ემუქრება

01.04.23 15:13
"ცეცხლს ეთამაშებით, მიიღებთ საკადრის პასუხს" - ღუდუშაური შვილების თაობას ემუქრება

"ქართული ოცნება" ისევ შვილების თაობას ემუქრება. ლაზარეს დაპატიმრების შემდეგ  კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდის წევრები აანონსებენ, რომ კანონი შეუვალი იქნება.

მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური აქციის მონაწილეებს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყველა საკდრის პასუხს მიიღებს. 

ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენს საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. ეს მინდა მათ იცოდნენ ძალიან მკაფიოდ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს. პოლიციელზე ბედავენ და ასეთ მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი და ქუჩაში მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიანდ ა ქუჩაში მანქანებს წვავენ, ბუნებრივია, რომ კანონი იქნება შეუვალი, - თქვა ღუდუშაურმა. 

 

მსგავსი სიახლეები