ლაზარეს გარდა, იქნება ანგარიშსწორებები სხვა ადამიანებზეც, უნდა დავდგეთ ერთად - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლების შურისძიება მხოლოდ ლაზარეს პატიმრობით არ დამთავრდება და ადგილი ინდივიდუალურ ანგარიშსწრებებს ექნება.
გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი ერთიანობაა.
ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას და ახლაც ვაფრთხილებთ, რომ დაიწყებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებებს. არ დამთავრდდება ლაზარეს მიმართ პატიმრობის შეფარდებით და იქნება ანგარიშსწორებები სხვა ადამიანებზეც. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად და ჩვენი ერთიანობით უნდა დავიხსნათ ეს ადამიანი პატიმრობიდან,- ამბობს გიორგი ვაშაძე.