მზადება 9 აპრილის აქციისთვის - ენმ ბათუმში მოსახლეობას ხვდება

01.04.23 16:03
მზადება 9 აპრილის აქციისთვის - ენმ ბათუმში მოსახლეობას ხვდება

მზადება 9 აპრილის აქციისთვის - "ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთებში ბათუმში მოსახლეობას ხვდება. ლევან ხაბეიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. პარტიის თავმდჯომარემ მოსახლეობას მოუწოდა, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შემოუერთდნენ. ხაბეიშვილის თქმით, აქციის მტავარო ორიენტირის ქვეყნის ევროპული კურსი იქნება. 

ჩვენ არ გვინდა რუსული მთავრობა, ქართელმა ხალხმა უთხრა „არა“ რუსულ კანონს. ახლა ჩვენ 9 აპრილს უნდა ვუთხრათ, „არა რუსულ მთავრობას!“. ჩვენ არ შევეგუებით რუსულ ხელისუფლებას საქართელოში. უმნიშვნელოვანესია, 9 აპრილს 15 საათზე მთელი საქართველოდან შევიკრიბოთ, - განაცხადა ხაბეიშვილმა აქციაზე.

ოპოზიციის წევრებმა დღეს ასევე ქვეყნის პრორუსულ ხელისუფლებასა და პოლიტპატიმრების გათვაისუფლებაზეც ისაუბრეს. 

მსგავსი სიახლეები