კლინიკა "ვივა-მედში" ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო ამ დრომდე არ შესულა
კლინიკა "ვივა-მედში" რეგულირების სააგენტო ამ დრომდე არ შესულა. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან დღეს უკვე მეორე დღე გავიდა.
ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" საუბარში არ გამორცხავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება კლინიკას მომდევნო დღეებში დაუკავშირდეს. ამ მოკვლევაზეა დამოკიდებული, დადგინდება თუ არა ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების ჭეშმარიტება.
მე არ ვარ საქმის კურსში. შეიძლება ხვალ შეხვდნენ, ზეგ შეხვდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ შეხვდებიან, მაგრამ დღეის მონაცემებით არ შეხვედრიან, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
მესამე პრეზიენტის უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ პატიმარი პაციენტის უფლებები ექიმებმა შელახეს და პერსონალური მონაცემები უნებართვოდ გაასაჯაროეს.