ექსკლუზივი: "მიგვიფურთხებია დასავლეთისვის" - რაზე ლაპარაკობენ თბილისი და მოსკოვი (სკანდალური ჩანაწერი)
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - მოპოვებულია მოსკოვში 22 მარტის გამართული რუსულ-ქართლ ბიზნეს ფორუმზე გაკეთებული სკანდალური ჩანაწერი. ჩანაწერში, საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე თბილისიდან ჩასულ 20 კაციან დელეგაციას რუსეთის სათათბიროს წევრი, ლეონიდ კალაშნიკოვი უყვება, რომ მათი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, რომელიც მოსკოვში 9 დეკემბერს შედგა, კალაშნიკოვი რუსეთს ხელისუფლების პირველ პირებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე ესაუბრა.
კალაშნიკოვი ჩანაწერში მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად არის, თუმცა ვიდრე ფრენებს აღადგენენ, მოსკოვიდან საქართველოს მმართველი გუნდის პირველ პირებს დაურეკეს და კითხეს, ხომ არ შეუქმნის მათ პრობლემებს დასავლეთთან, თუ კი რუსეთ საქართველოს ბენეფიტებს მისცემს - "მიგვიფურთხებია მათი აზრისთვის" კალაშნიკოვის მტკიცებით, სწორედ ეს პასუხი მიიღეს მოსკოვში.
"შაბათის ეთერმა" გამომძიებელმა დაადგინა ისიც, რომ ოთარ ფარცხალაძის ჯგუფის ორგანიზებულ რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმს, სადაც თითქოს ფრენების აღდგენაზე და ვიზების გაუქმებაზე ილაპარაკეს, რუსული სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ვალერი ჩერნიშოვი ესწრებოდა.
"დოსიეს" გამოძიებით, თავის დროზე ეს უკანასკნელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე იყო მიმაგრებული და საკანონმდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" შეყვანას კურირებდა.
"შაბათის ეთერმა" იპოვა ყველა ის პირი, ვინც მოსკოვში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა - რა რეაქცია ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს, ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში.