კრიმინალური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს განათლების სამინისტრო ჩააბარეს

01.04.23 20:22
კრიმინალური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს განათლების სამინისტრო ჩააბარეს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანს განათლების სამინისტრო ჩააბარეს - რამდენიმე დღის წინ, უწყების ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვარის მოადგილედ, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გეგა გელაძე დანიშნეს. 

რა ნიშნით შეარჩია ახალმა მინისტრმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი განათლების მინისტრის მოადგილედ და იყო თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მისი ლობისტი მამუკა მდინარაძე - ამის გარკვევას "შაბათის გუნდი" თავად გეგიძესთან შეეცადა, თუმცა მან თამთა დოლენჯაშვილის  კითხვას არ უპასუხა. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ლიდერს, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ როდესაც ვაკე-საბურთალოს გამომძიებელი იყო, გელაძე მის სტაჟიორად მუშაოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ განათლების მინისტრის  მოადგილედ დანიშნული გელაძე მისი ძმაკაცია. 

რისთვის მიავლინეს კრიმინალური პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი განათლების სამინისტროში? 

გეგა გელაძემ ახალი პოსტი სტუდენტების მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ მიიღო. საზოგადოებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანს ნახევარი სამინისტრო ტოტალური კონტროლისთვის ჩააბარეს.

გელაძის კარიერა შევარდნაძის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო, მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდა.  მას დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს მანდატურის სამსახური ჰქონდა ჩაბარებული, "ქართულმა ოცნებამ" კი პრობაციის ეროვნული სააგენტო ჩააბარა.

გიორგი მღებრიშვილის დროს, გელაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნად დაინიშნა. მუშაობა გააგრძელა გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც, თუმცა გახარიამ ის  კრიმინალური პოლიციიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი, დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის შემდეგ,  მანდატურის სამსახურში გაუშვა.  

კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ახლა უკვე განათლების მინისტრის მოადგილე "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი უმდიდრესი მაღალჩინოსანია. საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად ის სამშენებლო ბიზნესს ფლობს მისი კომპანია - "დეკო" კორპუსებს აშენებს.

 

მსგავსი სიახლეები