მოჩუქურთმებული თოფები და შოპინგის ვაუჩერები ბრენდების მაღაზიაში - რას ყიდულობენ ჯარის ფულით

01.04.23 21:59
მოჩუქურთმებული თოფები და შოპინგის ვაუჩერები  ბრენდების მაღაზიაში - რას ყიდულობენ ჯარის ფულით

სკანდალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან - ჯუანშერ ბურჭულაძის ჯარის ფულის შესაძლო ხარჯვაზე კითხვები უწყების თანამშრომლებსაც აქვთ. 

თავდაცვის სამინისტროს მიერ დამალული და "შაბათის გუნდის" მიერ მოპოვებული საბუთებით დგინდება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებამ ერთ-ერთი ხელშეკრულება  "გალერეა თბილისთან", 2022 წლის 25 მაისს გააფორმა. თავდაპირველად 108 ვაუჩერი იყიდეს, ამ ვაუჩერების მფლობელებისთვის, გალერია თბილისში მდებარე ცნობილი ბრენდების მაღაზიებში შოპინგია შესაძლებელი. კონტრაქტებით რომელიც 2022 წლით თარიღდება, დგინდება რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის ფულით, ტანსაცმლის ფეხსაცმლის და სუნამოების ცნობილი ბრენდების მაღაზიებში შიპინგის მინიმუმ 78 ათას ლარის ვაუჩერები იყიდა. 

დგინდება, რომ ჯარის ფულით, მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და პარფიუმერიის ცნობილი ბრენდების ძვირადღირებულ სასაჩუქრე ვაუჩერებს არ ყიდულობენ. დოკუმენტების მიხედვით, კოლოსალური თანხაა დახარჯული სასაჩუქრე იარაღების ყიდვაშიც.თავდაცვის სამინისტროდან გამოჟონილ დოკუმენტებში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს რომ მინისტრმა სანადირო თოფები იყიდა. "შაბათის ეთერის" ხელთ არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, საუბარია 2022 წლის მხოლოდ რამდენიმე თვეში სასაჩუქრე იარაღში ჯარის ფულიდან, 200 ათასზე მეტი გადაიხადა.

 

მსგავსი სიახლეები