ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შვილების თაობის პირველი მსხვერპლის მხარდამჭერი აქცია 20:00 საათიდან მიმდინარეობს.
პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ახლა უკვე ევროპარლამენტარები.
აქციის მონაწილეები რუსული კანონის მოწინააღმდეგე, 21 წლის ბიჭის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.