საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად აჩვენეს, სად დგანან და რა სურთ მათ - ვიოლა ფონ კრამონი
"თბილისის ქუჩებში გასული ხალხი მათი ევროპული არჩევანის ინდიკატორია"- ამის შესახებ თბილისში, კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მყოფმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან მამაცები არიან და მათ ევროპას უთხრეს, რომ მათი არჩევანი EU-ში გაწევრიანებაა.
ევროპარლამენტი ამბობს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიდან ყველა შესრულებული არ არის. კრამონი დეოლიგარქიზაციაზე და პოლარიზების შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას:
რამდენიმე რეკომენდაცია შესრულდა, თუმცა ყველა ნამდვილად არა. საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად აჩვენეს, სად დგანან და რა სურთ მათ. მათ მოსთხოვეს ხელისუფლებას შეესრულებინათ ყველა კრიტერიუმი. იმედი მაქვს, რომ ამას გააკეთებენ, რადგან საქართველო ყველაზე მეტადიმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჯერ კიდევ არის რეფორმები, სახელმწიფო არც კი შეხებია. ვხედავთ რომ ღრმა პოლარიზაცია ჯერ კიდევ არ შესუსტებულა, ისევე როგორ დეოლიგარქიზაციის პროცესი. ამის სერიოზულად აღქმა იქნება გადამწყვეტი. ეს აქციები იყო კარგი ინდიკატორი იმისა, რა სურს ქართველ ხალს. ეს იყო კარგი სიგნალი ჩვენთვის, ევროპარლამენტში, რომ საქართველო მზადაა წევრობისთვის. ჩვენ ეს კარგად მოვისმინეთ. ვულოცავთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ასეთი მამაცები არიან.