ვიოლა ფონ კრამონი თბილისში შეხვედრებს მართავს - ევროპარლამენტარი "ლელოს" შეხვდა

02.04.23 11:30
 ვიოლა ფონ კრამონი თბილისში შეხვედრებს მართავს - ევროპარლამენტარი "ლელოს" შეხვდა

 ვიოლა ფონ კრამონი თბილისში შეხვედრებს მართავს - გავლენიანი ევროპარლამენტარი პარტია ლელოს უკვე შეხვდა. აუდიენციას ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია ესწრებოდნენ. 

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული 12 პუნქტის შესრულება იყო. 

ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ის უნიკალური შანსი, რომელიც გვაქვს. წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამასთან დაკავშირებით იქნება ევროკომისიის ობიექტური შეფასება. ის, რასაც „ქართული ოცნება“ შესრულებულად თვლის, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ, ეს ეხება უმნიშვნელოვანეს სასამართლოს რეფორმებს, ასევე რეფორმებს ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები