სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან შევიდა
სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმი "ვივა-მედშია"- მიხეილ სააკაშვილს დღეს
ნევროლოგი, რეანიმატოლოგი, ონკო ჰემატოლოგი და კარდიოლოგი მოინახულებენ. ომბუდსმენის კონსილიუმი კლინიკაში სააკაშვილის თხოვნით მივიდა, რადგან რამდენიმე თვეა, ევროპელ ექიმებს კლინიკაში პაციენტის სანახავად არ უშვებენ.
პრეზიდენტის ჯანმრთელობა ოჯახის წევრების შეფასებით კრიტიკულია. გიული ალასანია ამბობს, რომ ის მხოლოდ 61 კილოგრამს იწონის, ვერ გადაადგილდება, ვერ იკვებება, აქვს ძლიერი ტკივილები და საერთო სისუსტე.