როცა რუსულ კანონს აინიცირებ ეს არის ევროკავშირისთვის მიფურთხება - სალომე სამადაშვილი სკანდალურ ჩანაწერზე

02.04.23 13:52
როცა რუსულ კანონს აინიცირებ ეს არის  ევროკავშირისთვის მიფურთხება - სალომე სამადაშვილი სკანდალურ ჩანაწერზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალურ ჟურნალისუტურ გამოძიებას ეხმიანება. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ  "ქართული ოცნება" რეალურად ორმაგ თამაშს თამაშობს.

"ლელოს" წევრის თქმით, ქართველი ხალხის მოსატყუებლად მმართველი გუნდი პროდასავლურ დღის წესრიგზე საუბრობს, რეალურად კი ქვეყანა წლიდან წლამდე რუსეთზე დამოკიდებული ხდება

"ქართული ოცნება" რეალურად ორმაგ თამაშს თამაშობს. ქართველი ხალხის მოსატყუებლად ისინი პროდასავლურ დღის წესრიგზე საუბრობენ. რეალურად კი, თუ თქვენ შეხედავთ მონაცემებს, გასული წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა. ეს იმ ფონზე როცა ჩვენ ვერ ვიყენებთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ეს არის გამიზნული პოლიტიკა. 

შენ როდესაც რუსულ კანონს პარლამენტში აინიცირებ და ცდილობ ქვეყნის ევროპული მომავალი ჩიხში შეიყვანო, ეს არის ევროკავშირისთვის მიფურთხება" - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

"შაბათის ეთერმა" მოსკოვში 22 მარტის გამართული რუსულ-ქართლ ბიზნეს ფორუმზე გაკეთებული სკანდალური ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.  ჩანაწერში, საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე თბილისიდან ჩასულ 20 კაციან დელეგაციას რუსეთის სათათბიროს წევრი, ლეონიდ კალაშნიკოვი უყვება, რომ მათი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, რომელიც მოსკოვში 9 დეკემბერს შედგა, კალაშნიკოვი რუსეთს ხელისუფლების პირველ პირებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე ესაუბრა.

კალაშნიკოვი ჩანაწერში მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად არის, თუმცა ვიდრე ფრენებს აღადგენენ, მოსკოვიდან საქართველოს მმართველი გუნდის პირველ პირებს დაურეკეს და კითხეს, ხომ არ შეუქმნის მათ პრობლემებს დასავლეთთან, თუ კი რუსეთ საქართველოს ბენეფიტებს მისცემს -  "მიგვიფურთხებია მათი აზრისთვის" კალაშნიკოვის მტკიცებით, სწორედ ეს პასუხი მიიღეს მოსკოვში. 

 

მსგავსი სიახლეები