"ოცნება" ევროპარლამენტარის წინააღმდეგ - კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს

02.04.23 14:59
"ოცნება" ევროპარლამენტარის წინააღმდეგ - კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს

"ქართული ოცნება" ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ - მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ევროპარლაემნტარი " საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს". 

სკანდალური განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსი საქართველოში"დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის ჩამოვიდა".

ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა.

ყველაფერი უკვე ნათელი გახდა. ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია სისხლთან, აუცილებლად დაკავშირებულია ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს.

საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- აღნიშნავს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები