კრამონი რევოლუციური სცენარის, რადიკალიზაციის მხარდაჭერით გამოირჩევა - მიხეილ სარჯველაძე

02.04.23 15:21
კრამონი რევოლუციური სცენარის, რადიკალიზაციის მხარდაჭერით გამოირჩევა - მიხეილ სარჯველაძე

ბოლო პერიოდში ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპარლამენტარი გუშინ "გაუგებარ აქციაზე" მივიდა. 

ბოლო პერიოდში ეს ადამიანი ძალიან გამოირჩევა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ ამ იდეის მხარდაჭერით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით, ის ჩამობრძანდა და მივიდა სრულიად გაუგებარ აქციაზე.

ძალაუნებურად ასეთ უცნაურობებში გაეხვა ჩვენი ოპოზიცია და საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარზე იაერიში დღეს გია ვოლსკიმაც მიიტანა - "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ "კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს"

მსგავსი სიახლეები