უეცარი სკივდილის რისკი მატულობს - თენგიზ წულაძე თენგიზ წულაძე სააკაშვილზე
ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, თენგიზ წულაძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს.
მედიკოსის თქმით, კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე და მაღალია დაცემის რისკი აქვს.
პროგნოზირება ძალიან ძნელია, ვერ იტყვი როდის და რა სიმძიმით დამძიმდება პაციენტი. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს, როგორც წამოდგება წნევას ძალიან დაბლა აგდებს.ამიტომაც მისი წამოდგომა რისკთან არის დაკავშირებული მშინაც კი როცა საწოლიდან ტუალეტში შესვლას დააპირებს.
სულ რომ დაწოლილია ფილტვის ემბოლიზმის და ფილტვის ინფარქტი, უეცარი სკივდილის რისკი მატულობს “,- აღნიშნავს წულაძე.