აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს ჯანდაცვის სისტემა ატყუებს - "ლელო" ზურა აზარაშვილს პარლამენტში იბარებს
პარტია "ლელო" ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტსი იბარებს. ამის შესახებ ანა ნაცვლიშილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საკითხი აქონდროპლაზიის მქონე დიაგნოზის ბავშვებს ეხება, რომელთა მშბლებსაც, ნაცვლიშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ატყუებს და საჭირო წამლითარ ეხმარება.
პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - საქართველოსთვის“ პარლამენტში იბარებს ჯანდაცვის მინისტრს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე. თემა მიემართება აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტის მიღება, რომელიც შექმნილია და რომლის ეფექტიანობა დადასასტურებულია აშშ-სა და არაერთ სხვას ახელმწიფოში.
წელიწადზე მეტია ბავშვების მშობლები აწარმოებენ კომუნიკაციას ჯანდაცვის სამინისტრთან და მათგან იღებენ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს. რაც შეეხება ოფიციალურ მიმოწერას, მე ხელთ მაქვს ჯანდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი დეპუტატის კითხვის ფორმატით ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ვერცერთ კითხვაზე, რომელიც ამ თემისკენ მიემართება, მინისტრმა პასუხი ვერ გასცა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემას არ აქვს არანაირი პასუხი დღეს ბავშვებისთვის, რომელთაც სჭირდებათ დღეს ეს მედიკამენტი და ნაცვლად იმისა, რომ სისტემა მუშაობდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტი, ის ატყუებს მშობლებს, დროს წელავს, რითაც არც მათ ჯანდაცვის უფლებას იცავს და დამატებით აყენებს მათ შეურაცხყოფას.
შესაბამისად, მას შემდეგ რაც წერილი დატოვა მინისტრმა უპასუხოდ, ვაგრძელებთ საპარლამენტო შესაბამისი მექანიზმის გამოყენებას და ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.