"ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებული სასამართლოში მიიყვანეს - რას გადაწყვეტს სასამართლო

03.04.23 13:10
 "ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებული სასამართლოში მიიყვანეს - რას გადაწყვეტს სასამართლო

 სასტუმრო "ამბასადორის" გადაწვის ბრალდებით დაკავებული სასამართლოში მიიყვანეს - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

 28 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.  ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ კაცს ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს განადგურებასთან კავშირი არ აქვს, რადგან ახალგაზრდას არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, დაეწვა ობიექტი, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდა.

ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებას მივაქცევთ ყველა იმ ფაქტებს, გარემოებებს და რაც ყველაზე მთავარია სამართლებრივ მხარეს, თუ როგორ განხორციელდა, იყო თუ არა კანონით დადგენილი წესით, საპროცესუალურად სწორად განხორციელებული მოქმედებები. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, ვისჯელოთ ასევე იმაზე, რაც თვითონ ბრალდებას აქვს დაყენებული ეს არის ფსიქიატრიული ექსპერტიზა. რაც, შემდგომში უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დარგის სპეციალისტების გადასაწყვეტია, მაგრამ ეს ასევე არ გამორიცხავს ის, რომ ჩვენ დავაყენოთ ალტერნატიული ექსპეტიზა.

მან დააფიქსირა თავისი პოზიცია ადვოკატებთანაც დაფიქსირდა შემდეგ დუმილის უფლება, მაგრამ გამოკითხვის ოქმს ესევთქვათ დადგენილების ოქმს ხელი არ მოაწერა. ეს უფლება აქვს ნებისმიერ ბრალდებულს მიუხედავად მისი მდგომარეობისა. ასე რომ დღეს ამ მომენტის მდგომარებით მისი პოზიცია შეცვლილი არ არის.“

მსგავსი სიახლეები