გახარიას გუნდი "ოცნებას": ახალგაზრდებთან ომს ვერ მოიგებთ!

03.04.23 13:41
გახარიას გუნდი "ოცნებას": ახალგაზრდებთან ომს ვერ მოიგებთ!

ოცნებამ ახალგაზრდებთან და მომავალ თაობასთან ომის მოგების ილუზიას თავი უნდა დაანებოს და საკუთარ პასუხისმგებლობას მიხედოს - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა  მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.  

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიუღებელია ის დისკრიმინაციული და ამასთან ამორალური კამპანია, რაც ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ოცნებას იმის ილუზია თუ აქვს, ახალგაზრდებთან და მომავალ თაობასთან ომს მოიგებს ძალიან ცდებიან, უკიდურესად ცდებიან და ჯობია, რომ ამ ომს თავი დაანებონ. დანარჩენად, ასევე ძალიან მიუღებელია ის რაღაცა აბსოლიტურად არანაირ ფარგლებში, რომ არ ჯდება ეს დისკრიმინაციული და ამორალური კამპანია იმავე ლაზარეს წინააღმდეგ. ამიტომ, ორგანიზატორები კი არა ოცნებამ საკუთარ პასუხისმგებლობას მიხედოს“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მსგავსი სიახლეები