ქუჩაში საქართველოს ინტერესების დასაცავად გამოსული ადამიანები არ უნდა დაისაჯონ - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ქუჩაში საქართველოს ინტერესების დასაცავად გამოსული ადამიანი არ უნდა დაისაჯონ. საუბარია 21 წლის ლაზარე გრიგორიადის დაკავებაზე.
ოპოზიციის წევრის თქმით, ძალადობა მომიტინგეებს არ დაუწყიათ და ის ხელისუფლეის მიერ იყო პროვოცირებული.
რომც არსებობდეს ბრალდების რაღაცა მტკიცებულება, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ძალადობა არ ყოფილა დაწყებული ადამიანების მხრიდან. ძალადობის პროვოცირება მოაწყო ხელისუფლებამ, შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ უნდა განხორციელდეს ის შეღავათები, რასაც ითვალისწინებს კანონი. ჩვენ საერთოდ არ ვთვლით, რომ ეს ადამიანი ახლა უნდა იყოს პატიმრობაში, საერთოდაც არ ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.