"ოცნება" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ხელმეორედ აგზავნის.
დაიხია თუ არა "ქართულმა ოცნებამ" უკან? მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ხელმეორედ აგზავნის.
ჯერ პარლამენტი მეორე მოსმენით ჩასწორებულ ვარიანტს განიხილავს და საბოლოოდ მიღებამდე ისევ კომისიას გაუგზავნის. პირველი შემოწმების შემდეგ ვენეციის კომისიამ უმძიმესი დასკვნა დადო. სადაც პირდაპირ დაწერეს, რომ ამ ფორმით კანონპროექტის მიღება ხელისუფლებას ხელ-ფეხს გაუხსნის რეპრესიები მოუწყოს ოპოზიციას.
მივიღეთ უკვე ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ყურადღებით იქნება განხილული საპარლამენტო მოსმენების დროს. იცით, რომ კანონი დავაბრუნეთ კიდეც მეორე მოსმენის ფარგლებში, რომ შევძლოთ არსებითად ამ დოკუმენტის განხილვა, რაც ვენეციის კომისიამ გამოგვიგზავნა და მაქსიმალურად ავსახოთ ის რჩევები და ის რეკომენდაციები, რაც დოკუმენტში გახლავთ მოცემული. ჩვენი მიზანი გახლავთ, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყოს სტაბილური, გამჭვირვალე“ - თქვა არჩილ თალაკვაძემ.