რადიკალური ოპოზიცია ახალგაზრდებს ამოეფარა, უნდა აიღონ პსაუხისმგებლობა - თალაკვაძე
"ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ მარტის აქციების უკან "რადიკალური" ოპოზიცია იდგა, რომელიც ახალგაზრდებს ამოეფარა.
მმართველი გუნდის წევრის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ოპოზიცონერმა პოლიტიკოსებმაც უნდა აიღონ.
რადიკალური ოპოზიცია, ვინც სინამდვილეში, მაღალი ალბათობით, იდგა აქციების უკანა რიგში, ამოეფარნენ ახალგაზრდებს, გამოიყენეს ახალგაზრდები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობდნენ მათ გამოყენებას, შემდეგ დაიმალნენ და ნახეთ, რომ როდესაც პროტესტმა მიაღწია კულმინაციას, არცერთი რადიკალური ოპოზიციის ლიდერი იქ არ იყო. მათ, პრაქტიკულად, დატოვეს ეს ახალგაზრდები და გამოსაკვლევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყო ამ ძალადობების წამხალისებელი, არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩაიდინეს, არამედ ისინიც უნდა გამოჩნდნენ და მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - ამბობს თალაკვაძე.