"ანარქისტია, პოლიციელის განზრახ, ცოცხლად დაწვა უნდოდა" - ღარიბაშვილი გრიგორიადისზე

03.04.23 14:19
"ანარქისტია, პოლიციელის განზრახ, ცოცხლად დაწვა უნდოდა" - ღარიბაშვილი გრიგორიადისზე

პრემიერ-მინისტრმა მარტის აქციების მონაწილეს, დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადის "ანარქისტს" უწოდებს. 

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ახალგაზრდას "პოლიციელის განზრახ, ცოცხლად დაწვა უნდოდა". 

გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი.  ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი, ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო.- თქვა რარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერ აკეთებენ, რომ შეწირონ ხალხის უსაფრთხოება"

მსგავსი სიახლეები