გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი - კალაძე მარტის აქციებზე
დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. კახა კალაძე ასევე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ მარტის აქციების რეალური ორგანიზატორები უნდა გამოარკვიოს.
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის დაცული და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ საკითხზე გამოხატოს თავისი პროტესტი, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა გაირკვეს ასევე ორგანიზატორები, ვინ იყო. ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი, მან შეასრულა და ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს და რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვინ იყო ორგანიზატორი ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა დადგინდეს, ვინ არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი, - თქვა კახა კალაძემ.