პრემიერი მარტის აქციების მონაწილეებს "ანარქისტებს", ოპოზიციას კი "დეგრადიულებს და ექსტრემისტებს" უწოდებს
პრემიერი მარტის აქციების მონაწილეების წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პროტესტის მიზანი და გეგმა "მუდმივი ქაოსის დათესვა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა" იყო:
რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მინდა, შევახსენო ყველას, რომ საზოგადოებამ ბოლო დღეების განმავლობაში ნახა, ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო. მაგრამ, მადლობა პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას "დეგრადიულები" უწოდა:
ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს სიკეთეებს, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა. ეს არის სწორედაც ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება" - თქვა მან.