კაპიტოლიუმში შეჭრისას 4 პირი მოკლეს, ჩვენთან თურმე ნორმაა, ანარქისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნან - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარტის აქციებსა და კაპიტოლიუმზე თავდასხმას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართულმა პოლიციამ ღონისძიება სუფთად ჩაატარა და არავინ დაშავებულა.
მთავრობის მეთაურმა თქვა ისიც, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში:
ერთი რამე მინდა შევახსენო ყველას, აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, ნორმაა ის, ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა"- ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.