ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: "მოძალადე და არანორმალურია"
ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეხმიანება. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი "მოძალადე და არანორმალურია"
ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტიქტები აქვს, არანორმალურია, ჩვენდა სამწუხაროდ რუსული ოცნების და ამ ხელისუფლების პრემიერ მინისტრი და ამასობაში, რაღაც ახალგარდებზე ცდილობს შავი კამპანიის წარმოებას და უმძიმესი ლექსიკით საუბრობს, რომ თურმე ცოცხლად დაწვა უნდოდა ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელის და ათას სიგიჟეს ლაპარაკობს. არ არის ნორმალური მგონია, რომ ძალიან მძიმე პროლემები აქვს ღარიბაშვილს“ - ლევან ხაბეიშვილი.