დანაშაულის უკან გამოკვეთილი პოლიტიკოსები პასუხისგებაში მიეცემიან - "ოცნება" დაჭერებს აანონსებს

03.04.23 15:05
დანაშაულის უკან გამოკვეთილი პოლიტიკოსები პასუხისგებაში მიეცემიან -  "ოცნება" დაჭერებს აანონსებს

ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ მარტის აქციების უკან ოპოზიცია იდგა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ოპოზიციურმა ლიდერებმა ახალგაზრდები გამოიყენეს და თავად გვერდზე გადგნენ.

ზარქუას თქმით,  ყველა პოლიტიკოსი, ვინც დანაშაულის უკან გამოიკვეთება, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. 

ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? იქ კანონი უზენაესია და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას [ლაზარე გრიგორიადისი] დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებსა და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს, თავისუფალი გამოხატვის უფლებები ძალადობაში გადაეყვანათ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიცემული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული, - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები