კეზერაშვილი მოპარული თანხით "რადიკალებს" აფინანსებს - ირაკლი ზარქუა
მმართველი გუნდის მტკიცებით, დავით კეზერაშვილი ოლიგარქია და პოლიტიკურ კორუფციაშია ჩართული. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ კეზერაშვილი "რადიკალურ" ოპოზიციას აფინანსებს, რაც გამოძიების საგანია.
ზარქუას თქმით, ოპოზიციას დეოლიგაქრიზაციის კანონის მიღება სწორედ იმიტომ არ უნდა, რომ მათ დაფინანსებას შეეხება.
ბატონი კეზერაშვილი, რომელიც არის წაგებული ომის შემდეგ გამდიდებული თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, გახდა ამით მულტიმილიონერი და მოპარული თანხით აფინანსებს რადიკალებს. ეს ხელმოცარულები თითო და 2 %-იანი პარტიები რომ არიან, დაწყებული ამ ჭიჭე ვაშაძით დამთავრებული ნაცებით და ა.შ. არიან ასეთი ლუზერები და ერთადერთი საშუალება რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი ბრძნული აზრებით, არის ის, რომ რევოლუცია და გადატრიალება მოახდინონ ამ ქვეყანაში. რატომ მოუწყვეს ამ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი მიდგომა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ. იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ შეეხება მათ დაფინანსებას, - ამბობს ზარქუა.