ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და მედიკოსების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

03.04.23 16:19
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და მედიკოსების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს შორის გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მედიკოსებს არ აქვთ პასუხი, რა ბედი ელის ყვეაზე მსხვილ სამედიცინო დაწესებულებას.  სამინისტრო ურჩევს პროტესტის მონაწილე მედიკოსებს, რომ დაელოდონ მინისტრის პრეზენტაციას.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაური ამტკიცებს, რომ მათ ინტერესიც შედის, რომ "რესპუბლიკური სავადმყოფო" ძლიერი იყოს.

„კონკრეტული შეთანხმება არ მიგვიღწევია. ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდეგ კვირაში დაგეგმილია მინისტრის პრეზენტაცია და მინისტრი დეტალურად გააცნობს მათ, იმ გეგმას რა გეგმაც გვაქვს რესპუბლიკურთან დაკავშირებით. სამინისტროს პოზიციაა, რომ პერსონალი დაელოდოს წარდგენას, სადაც მათ ყველა შეკითხვას, რომელი შეკითხვაც გააჩნიათ ამომწურავ პაუსუხს მიიღებენ ჩემი აზრით და ყველა შევთანხმდებით, რომ ქვეყნის ინტერესშია, რომ რესპუბლიკური სავადმყოფო იყოს ძლიერი“ - ამბობს ილია ღუდუშაური.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელმაც.  გიორგი დუნდუას თქმით,  დამაბნეველია, როდესაც სამინისტროს ჯერ არ აქვს პასუხი საექსპერტო დასკვნაზე.

მისი თქმით, სამინისტრო მათ შეპირდა, რომ სანამ ყველა დეტალი არ იქნება გაწერილი და შეთანხმებული მედპერსონასლს ხელს არავინ არ ახლებს.

საპროტესტო აქციაში მონაწილე ექიმების პოზიცია უცვლელი და ურყევია, რომ კოლექტივის დაშლა არ შეიძლება.

„საექსპერტო დასკვნაზეც მივიღეთ პასუხი, რა მხრივ მივიღეთ პასუხი, რომ ეს არ არის ჯერ მომზადებული გვითხრეს, არ იციან და აი ეს არის ცოტა დამაბნეველი ჯერ მათაც არ აქვთ ინფორმაცია პრაქტიკულად და ერთადერთი შეგვპირდნენ, რომ სანამ ყველა დეტალი არ იქნება გაწერილი, შეთანხმებული, დადგენილი და ვთქვათ რაღაც დონემდე მიყვანილი ეს მოლაპარაკება, მანამ აი ამ პერიოდამდე ხელს არავინ არ ახლებს. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ურყევი, რომ ამ კოლექტივის დაშლა არ შეიძლება“ - აცხადებს ინტენსიური თერაპიის ხელმძღვანელი, გიორგი დუნდუა.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედიკოსები კლინიკის სავარაუდო დემონტაჟს აპროტესტებენ. ითხოვენ პასუხებს, რა ბედი ელით თუ კლინიკის შენობას დაანგრევენ.
 

მსგავსი სიახლეები