ერთი ქვეყნის ორი ლიდერის ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები დასავლეთს

03.04.23 20:14
ერთი ქვეყნის ორი ლიდერის ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები დასავლეთს

ერთი ქვეყნის ორი ლიდერი და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილი დასავლეთს - იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, რომ პარტნიორები ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში დაარწმუნოს, პრემიერი ამავე პარტნიორებს ქვეყნის უკრაინიზაციაში ადანაშაულებს.  "არ დატოვოთ საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო და ცივილური სამყაროსგან იზოლირებული" - ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა თავის ლიეტუველ კოლეგას. ერთობლივ პრესკონეფერნციაზე. 

ლიეტუვის პრეზიდენტის მთავარი ადრესატი კი "ქართული ოცნება" იყო.  "უარი თქვით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე და შეწყვიტეთ ზეწოლა მედიაზე და სამოქალაქო სექტორზე" - ეს იყო  მთავარი გზავნილი ვილნიუსიდან. 

ხელისუფლება კი ევროპელი პარტნიორების რჩევებს ისევ ბრალდებებით პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილმა  დასავლეთი ქვეყნის მეორე პოლიგონად ქცევის მცდელობაში დღეს კიდევ ერთხელ დადანაშაულა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარიციძის რეპორტაჟში.