"კეზერაშვილი ოპოზიციას შავი ფულით აფინანსებს" - "ოცნება" ექსმაღალჩინოსნის წინააღმდეგ ახალ გამოძიებას აანონსებს

03.04.23 20:20
"კეზერაშვილი ოპოზიციას შავი ფულით აფინანსებს" - "ოცნება" ექსმაღალჩინოსნის წინააღმდეგ ახალ გამოძიებას აანონსებს

"ქართული ოცნება" დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი  გამოძიების დაწყებას გეგმავს. ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა ღიად თქვა, რომ ოპოზიციას ფინანსურად ეხმარება. სწორედ ეს გახდა "ოცნებისთვის" ახალი კოზირი კეზერაშვილზე მორიგი შტურმის დასაწყებად. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი  ოპოზიციას შავი ფულით აფინანსებს. 

"ტრანზაქციები პარტიების დეკლარაციებში ასახული არ არის" - ამბობენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ ინტერვიუთი დადასტურდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია და  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონიც უპირველეს ყოვლისა თავდაცვის ექსმინიტრს უნდა შეეხოს.  

მანამდე კი ხელისუფლების სამიზნე "ფორმულაა". ტელევიზიის მისატაცებლად "ოცნებას" მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს დარჩენილი.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები