ახალი ომბუდსმენის პირველი სკანდალი: იოსელიანმა მოადგილედ ელისაშვილის დისშვილი დანიშნა

03.04.23 20:23
ახალი ომბუდსმენის პირველი სკანდალი: იოსელიანმა  მოადგილედ ელისაშვილის დისშვილი დანიშნა

ახალი სახალხო დამცველის პირველი სკანდალი - ლევან იოსელიანმა  მოადგილედ თანამებრძოლის და მეგობრის  ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.  ნათია ჯულაყიძე პარტია "მოქალაქეების" წევრი  იყო,  პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც ირიცხებოდა და პარტიის  ყულაბასაც ავსებდა. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით კი  მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს.   ახალი კადრები  ლევან იოსელიანმა   ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული  ანგარიშის პრეზენტაციის დროს წარადგინა. 

დოკუმენტში კი  უმძიმესი ფაქტები მოხვდა. მათ შორის, ციხეებში არსებულ არაფორმმალურ მმართველებზე, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. არის შემთხვევები როდესაც ე.წ მაყურებლებისთვის ციხეში შედის მწვადი, ხაჭაპური  და ხინკალი და ამაზე ადმინისტრაცია თვალს ხუჭავს. ანგარიშში მოხვდა, ნიკა გვარამიას, როგორც პოლიტიკური პატიმრის საქმე და მიხელ სააკაშვილი, როგორც ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი.

ვრცლად ნახეთ გიგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები