შესაძლოა, დადგეს სააკაშვილის უეცარი სიკვდილი - "ვივა-მედში" ომბუდსმენის კონსილიუმის განცხადებებს იზიარებენ
"ვივა-მედში" ადასტურებენ, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი იზიარებს სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პაციენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
კონსილიუმის დასკვნა ცნობილი 2 დღეში გახდება, თუმცა ექსპერტებმა უკვე მისცეს შეფასება იმას, რაც ნახეს - საკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მისი საქართელოში მკურნალობის რესურსი არ არსებობს.
მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - ამობენ ექიმები. ექსპერტები ვითარების კიდევ უფრო დამძიმდებას ელოდებიან, რასაც პაციენტის ორგანიზმი უკვე ვეღარ გაუძლებს. "ქართული ოცნება" კი არც ქართველი და არც უცხოელი მედიკოსების მოწოდებებს არ უსმენს. ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები არ წყდება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.